ვერ იგებენ ჩემს მიდგომას, უკვე ბევრმა მისაყვედურა და ვპასუხობ:
“რომელ ომზე და პარტიზანულ ბრძოლებზე საუბრობთ და რანაირად ედრებით წინაპრებს, როდესაც ჩვენი წინაპრები მეომრებად იზრდებოდნენ ქალიან-კაციანა.
მიწას რომ ამუშავებდა ის გლეხიც მეომარი იყო!
მთებში საცავები ჰქონდათ სავსე და 100 კილომეტრის რადიუსით ყველა კუთხე-კუნჭული იცოდნენ თავისი არეალის, ყველა ბილიკი, მთელი ფლორა და ფაუნა!
ტყეში გახიზნული, ნადირობდა კიდეც და ბახჩასაც იკეთებდა,
თითოეული ფოთოლი და ბალახი იცოდა საკვებად თუ წამლად და 37 გრადუს სიცხეზე ფეისბუქზე არ პოსტავდა ტრაგიკული სახით რა!
და მაშინაც კი, იმ ხალხის პატრონი, დავით აღმაშენებელი 30 წელი ემზადებოდა გადამწყვეტი ბრძოლისთვის და გიორგი ბრწყინვალე 20!
და თუ სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდა, ეგ ყოველწუთიერი, უდიდესი გონებრივი, სულიერი და ფიზიკური შრომის ხარჯზე იყო ეგეთი!
დღეს ჩვენ 3.7 მილიონი ვართ ოფიციალურად,
აქედან 1 მილიონ 400 ათასი ემიგრანტით ( 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით)
ახლა ავიღოთ უკრაინა,
45 მილიონიან ქვეყანას
ჰყავს 255 ათასიანი არმია და ამ საბრძოლო მოქმედებებში დაკარგა 137 ჯარისკაცი და დღენახევარში დედაქალაქამდე მიუშვა რუსეთი.
რა გინდათ????
პ.ს. ნატოში დღესვე რომ გარბიხართ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, ის ხალხი საერთოდ ხმას როგორ იღებთ?!
მაია დვალიძე; სოციალური ქსელი