ამ დროისათვის (26 თებერვლის დილა) არსებობს შემდეგი ოფიციალური მონაცემები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან:
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 821 ობიექტს. მათ შორისაა: 14 სამხედრო აეროდრომი, 19 კავშირგაბმულობის კვანძის მართვის პუნქტი, 24 ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 და «Оса», 48 რადიო-სალოკაციო სადგური.
ასევე ჩამოგდებულ იქნა 7 სამხედრო თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი და კიდევ 9 უპილოტო საფრენი აპარატი.
განადგურებულია 87 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის 28 რეაქტიული სისტემა, სპეციალური საავტომობილო ტექნიკის 118 ერთეული.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა უკრაინის 8 სამხედრო კატერი ჩაძირა.