რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ქალაქ მელიტოპოლზე,
უწყების ინფორმაციით, რუსულ შენაერთებს წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და 25 თებერვლის საღამოს ქალაქში შევიდნენ. მელიტოპოლი ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში მდებარე ქალაქია, 150 ათასი მცხოვრებით.
მელიტოპოლში შესვლამდე აზოვსკის რაიონში რუსების საზღვაო დესანტი გადმოვიდა.