უნგრეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს – პოლონეთის პრემიერი

უნგრეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს – პოლონეთის პრემიერი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის,​ მატეუშ მორავიცკის თქმით, უნგრეთი swift-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვას მხარს უჭერს. როგორც ის Twitter-ზე წერს, ამ საკითხზე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ესაუბრა.

– “დღეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს. მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს, მათ შორის SWIFT-ის სისტემის დაბლოკვის შესახებ” – წერს მატეუშ მორავიცკი.

წყარო: itv.ge