უკრაინის პრეზიდენტმა, წარმოშობით ებრაელმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს იერუსალიმში მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა.
ინფორმაციას ამოს შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ისრაელში უკრაინის ელჩზე, ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინელი დიპლომატის თქმით, შესაბამისი თხოვნით ზელენსკიმ ბენეტს პარასკევს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა.
„გვჯერა, რომ ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს შესანიშნავი ურთიერთობები როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან“, – განაცხადა კორნიჩუკმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერის ოფისში ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს ადასტურებენ, თუმცა მის შინაარსზე არ საუბრობენ. კორნიჩუკის თქმით, უკრაინა თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა მოლაპარაკებებზე ისრაელში, ვიდრე ბელარუსში, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა.
ავტორი – ქეთი ჩოხელი,1ტვ.გე