სანატრელი გახდა მშვიდობა. დასავლელ პოლიტიკოსებს ჩვენი მშვიდობა არ სჭირდებათ, ეს დაამტკიცეს!!! მათ უნდათ რუსეთის დაჩოქება სლავების სისხლისღვრის ხარჯზე!!!
ნატოს კარი ისევ ღიააო! უკრაინას ხომ დამართეს, ახლა ჩვენ გვაქეზებენ, სამხრეთ კავკასიაში! ჩვენს მერე პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთი იქნება. . .
ვის სტკივა ყველაზე მეტად რუსეთ-უკრაინის ომი და საფრთხის შემცველი მომავალი? ისევ შეჩვეულებს, კარგად ნაცნობებს, მსგავსებს-პოსტსაბჭოელებს!
ვფიქრობ, იქნებ სამ სამხრეთკავკასიელ ლიდერს ემსჯელა სამხრეთ კავკასიის ნეიტრალიტეტზე და ძველი ტრადიციით, ეკისრა შემრიგებელ-მედიატორის როლი სლავების ძმათამკვლელ ომში, რომელიც არც ჩვენ გვიქადის მშვიდ ხვალინდელ დღეს!
მადლობა ღმერთს, პოლიტიკურად ადექვატური და ქართული გულის პრემიერი გვყავს დღეს, თავისი ქვეყნის მოკეთე პრეზიდენტი ჰყავს აზერბაიჯანსაც, სომხეთს ყველაზე მეტად არ უნდა უნდოდეს განზე გადგომა.
-თეთრი მანდილი აღარ გაჭრის, უკვე, ეს დრო გაშვებულია…
-სცადეთ, რა, კაცურად, გულით, კავკასიურად, კავკასიელო თავკაცებო!
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი; სოციალური ქსელი