აზერბაიჯანმა უკრაინასთან რამდენიმე კონტრაქტი გაწყვიტა – საკუთარი გემების უსაფრთხოების მიზნით

აღნიშნული ხელშეკრულებები ტვირთების გადაზიდვას შავ და აზოვის ზღვებში, ეხება.

“აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნომ”, თავისი გემებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ხელშეკრულებების გაწყვეტის შესახებ? რომლებიც შავ და აზოვის ზღვებში ნაოსნობას ეხება. ამჯამად აზერბაიჯანული გემები უფრო უსაფრთხო ადგილებზეა გადაყვანილი – გამოაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მეჰმან მეჰტიევმა.

გარდა ამისა, საკონტეინერო გემმა “ჰუსეინ ჯავადი”, რომელიც შავ ზღვაში რეიდზე იდგა უკრაინის პორტში გადასატვირთად, რუმინეთის ნაპირებთან გადაინაცვლა.