ერთპოლუსიანი მსოფლიო დამთავრდა, ახალი მსოფლიო იბადება!

ქართლ-კახეთმა — შემოსევებით ღონმიხდილმა, მომავლის უიმედობით შეპყრობილმა, ფიზიკური განადგურების წინაშე მდგომმა ,მიმართა რუსეთს გადარჩენისთვის და არა რუსეთმა საქართველოს — მოვდივარ და კარი გამიღეო. ერეკლეს სიბრძნემ იხსნა ქვეყანა განადგურებისგან. გიორგიევსკში დადებულმა ტრაქტატმა მკვეთრად შეცვალა ქვეყნის ბედი უკეთესობისკენ.

სიკეთეების ჩამოთვლას, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, ტომები არ ეყოფა, მაგრამ უმადურობის ბაცილით დაავადებული ქართველი, ორი ქვეყნის ურთიერთობიდან მხოლოდ ნეგატივს (მისი გაგებით) იღებს და ამ ნეგატივშიც საკუთარ ქვეყანას დადებითად მიიჩნევს. არადა, მათი სიღრმისეული შესწავლისას, ხედავ სუბიექტურობას, მოვლენების არაობიექტურ შეფასებას.

როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ურიგო არ იქნებოდა დიდი ილიას შემოქმედების გათვალისწინება და რაც მთავარია სიღრმისეული გაანალიზება, მაგრამ კითხვას, მითუმეტეს წაკითხულის გაგებას გადაჩვეული ერი ვერადავერ აღიქვამს წმინდა ილიას ნაწერს, მის სიბრძნეს — უცოდინრობის გამო, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ღრმად გაიდგა ფესვი  საქართველოში — აშშ-ს და კოლექტიური დასავლეთის დამონებულ ქვეყანაში.

ქართველი ხალხი ვერ ხვდება, რა „ბედნიერება“ მოუტანა მას ევროატლანტიკურმა სივრცემ; ვერ ხვდება რას დაამსგავსა კოლექტიურმა  დასავლეთმა 30 წლის წინათ არსებული წარმატებული ქვეყანა. დღევანდელი საქართველო, ტურიზმისა და დროსტარების სტატუსმინიჭებული, უდავოდ წააგავს კუბის რევოლუციამდელ ქვეყანას — ამერიკელთა მიერ ბორდელად და დროსტარების ადგილად გადაქცეულს. ოფიციანტობა, ტურისტების მომსახურება გვარგუნა „დიდმა“ ამერიკამ — მომსახურება კომპლექსური, რომელიც პროსტიტუციასაც შეიცავს.

დიდმა ამერიკამ სხვა სტატუსი მიანიჭა უკრაინას — ანტირუსული, ფაშისტური ქვეყნის სტატუსი. 2014 წლიდან დაწყებული, უკრაინა თავით გადაეშვა ამერიკული ანტირუსული გეგმების მორევში და ისე შეტოპა, თავს უფლება მისცა განეცხადებინა ბირთვული ქვეყნის სტატუსის დაბრუნებაზე.

მიუნხენის კონფერენციაზე ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემამ ვერ დაიცვა უკრაინა და საყვედური გამოთქვა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე ხელმომწერი რუსეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მიმართ. ზელენსკის მიხედვით, ეს მემორანდუმი ავალდებულებს ხელმომწერ ქვეყნებს დაიცვან უკრაინის უსაფრთხოება, რომელსაც რუსეთი ემუქრება. ზელენსკის გამორჩა, რომ მემორანდუმი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არის სავალდებულო.

ძნელია თქმა იმისა, რომ ზელენსკის სიტყვამ დააჩქარა რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინაში შესაჭრელად, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა, მითუმეტეს ბირთვული და ძლიერი, გადადგამდა ნაბიჯს, რათა არ დაეშვა ბირთვული იარაღის გამოჩენა საკუთარ ქვეყნის მეზობლად.

რუსეთმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ უპრეცედენტოა, რითაც არა მარტო „ცივი ომი“ დააბრუნა — მის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების თვალსაზრისით, არამედ „ცხელი ომიც“ უკრაინაში, რომელიც ორი სუპერ-სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური დაპირისპირების არენად იქცა.

მსოფლიო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას — რუსეთის მიერ გადადგმული კარდინალური ნაბიჯის შემდეგ. მისი მიზანი საკუთარი უსაფრთხოების შექმნაა კოლექტიური დასავლეთის მიერ უგულებელყოფილი. კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა სამხედრო გზისა.

გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში რუსეთი? შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიმარჯვებს! რა მოჰყვეპა ამ გამარჯვებას? მსოფლიო ჰეგემონის საბოლოო მარცხი, ჰეგემონიზმის ტახტიდან ჩამობრძანება. აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის განადგურება. კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხება. პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგის მკვეთრი დაცემა.

ავღანეთის მოვლენებმა შეარყია ბაიდენის ავტორიტეტი. უკრაინის მოვლენები მის პოლიტიკოსობას ისეთ წყალს შეუყენებს, რომლიდანაც ის მშრალი ვერ ამოვა.

კრემლის გადაწყვეტილება ეომოს კოლექტიურ დასავლეთს, ერთპოლუსიანობის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედებას ჰგავს, რომელიც ახალი მსოფლიოს დაბადების საწინდარია — მრავალპოლუსიანის, გაწონასწორებული მსოფლიოს, რომელსაც უკრაინის სახელი დაერქმევა. უკრაინა უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც ტერიტორია, რომელზეც 8 წლის განმავლობაში უპირისპირდებოდა ერთმანეთს 2 სუპერ-სახელმწიფო — აშშ და რუსეთი.

უკრაინა, ამერიკელთა ხელში საბრძოლო იარაღად ქცეული, ეწირება ორთა დაპირისპირებას. რა გაეწყობა, საომარ არენად ქვეყნის გადაქცევას, მითუმეტეს საკუთარის, დიდი შრომა სჭირდება — უვიცობაზე, უცოდინრობასა და უაზრო ამბიციებზე დაყრდნობილი შრომა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი