“პუტინის იმედგაცრუება არის ის, რაც უკან დახევას აიძულებს – მას ექნება პარანოია მის გარემოცვასთან დაკავშირებით” – კონდოლიზა რაისი

ვნახე ფოტოები, რომელზეც ქართველების მასიური პროტესტია ასახული ამ ომის წინააღმდეგ – ის ფაქტი, რომ დღეს ქართველები თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს, მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება რუსეთმა თავის მიზნებს საქართველოში ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა FOX NEW-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმედგაცრუებაა, რაც ახლა პუტინს უკან დახევას აიძულებს.

„პუტინმა გააკეთა უკრაინაში ისეთი რაღაცები, რაც მას არ გაუკეთებია 2008 წელს საქართველოში. საქართველოში წარმოებული კამპანია შედარებით სწრაფი იყო და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დილით ვნახე ფოტოები, რომელზეც ქართველების მასიური პროტესტია ასახული ამ ომის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, 2008-ში შეინარჩუნა ძალაუფლება. რუსები პირადად მეუბნებოდნენ, რომ მათ სურდათ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოცილება და ვპასუხობდი, რომ ჩვენ არ გვქონდა საიდუმლო მოლაპარაკებები სააკაშვილის გადაყენებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დღეს ქართველები თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს, მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება რუსეთმა თავის მიზნებს საქართველოშიც კი ვერ მიაღწია. პუტინის იმედგაცრუება, ეს არის ის, რაც უკან დახევას აიძულებს. ახლა ძალიან ძნელია ყველაფრის ჩუმად კეთება და ამ მხრივ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ ინფორმაციას გამოქვეყნების ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს პუტინი. ის ახლა ფიქრობს, ვინ არიან ის ადამიანები მის გარშემო, ვინც ელაპარაკება ამერიკელს. მას ექნება პარანოია მის გარემოცვასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.