რუსეთმა შესაძლოა გავლენა გაზარდოს სხვა მეზობლებზე, მათ შორის, საქართველოზე — ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა საკუთარი გავლენები მეზობელ ქვეყნებზე მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვაზე გაზარდოს და მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდეს.

ბორელის თქმით, ევროკავშირს აღელვებს რა მოხდება მთელს რეგიონში და ახლა გადამწყვეტია აჩვენოს სტრატეგიული და გლობალური ლიდერობა:

„ჩვენ გვაღელვებს რა მოხდება მთელს რეგიონში. ვშიშობთ, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება და მისმა გავლენამ შესაძოა განაახლოს მუშაობა მოლდოვასა და საქართველოში რასაც ექნება გავლენა დასავლეთ ბალკანეთზე. შესაბამისად, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ რა მოხდება იქ. ვგეგმავ მოლდოვაში ვიზიტს, როგორც უკრაინას ვეწვიე.

ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორ აისახება ეს კრიზისი დასავლეთ ბალკანეთზე და ვიხილოთ, როგორია ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის წვრობის კანდიდატების პოზიციები ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. ეს გადამწყვეტი მომენტია ვაჩვენოთ სტრატეგიული და გლობალური ლიდერობა, ვიმოქმედოთ ერთიანად და სწრაფად“ – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი.

“ნეტგაზეთი”

 

პ.ს.: საინტერესოა, რატომ  “დარდობენ” ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოზე, ისე, როგორც აქამდე “დარდობდნენ” უკრაინაზე?!