ბაჩო ახალაიამ 9 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადებას აკეთებს – მისი თქმით, ის პოლიტიკოსობას და პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს:
“რამე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტულია ვარ. რას არ ვაპირებ ის შემიძლია ვთქვა – პოლიტიკოსობას ნამდვილად არ ვაპირებ, ეგ არ არის ჩემი საქმე.
ჩემი ოჯახია ჩემი მიზანი, ცოტა ფეხზე მინდა დადგომა. მე ამ ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურე, სხვა არაფერი მიკეთებია. ვის რა როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია.
უბრალოდ მინდა მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელების მიმართ, მე გაოცებული ვარ ამ ხალხით. თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა მშურს მათი,”- განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზე კი, ბაჩომ ახალაიამ განაცხადა: “მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის. გაოგნებული ვარ”.
შეგახსენებთ, ახალაიას, თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.
“რუსთავი2”