ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის

“მე სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი” – ასე უპასუხა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.

– “მე ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მაქვს და ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ ციხეში უზის. მრცხვენია და გაოგნებული ვარ, არ ვიცი, მე არ მესმის ეს” – თქვა ბაჩო ახალაიამ.

ცნობისთვის, ახალაიამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

წყარო: newposts.ge