მიწაზე დაფორთხავდაო, მიწაზე კი არ დავფორთხავდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზში განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც თურქ-სელჩუკების იმპერია იშლებოდა დავით აღმაშენებლის დროს, ასე იშლება ახლა რუსეთის იმპერია.
“დღესაც უკრაინას ჰყავს ბევრი ისეთი, გმირი, როგორიც არის გიორგი ანწუხელიძე. მეც ხომ მესმის, ნუთუ ქართველ ერს არ შეუძლია, აქ ყველა მხდალია… ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი ორგანიზებული ვიყავით ჩვენ ომის დროს, არავინ არ გაქცეულა, ყველა ვინც იყო წასული უკან დაბრუნდა სხვადსხვა გზებით. მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო, მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი. იმიტომ, რომ იქ წყდებოდა საქართველოს ბედი! ახლა ჩვენ შევდივართ ძალიან დიდ ეპოქაში. როგორც თურქ-სელჩუკების იმპერია იშლებოდა დავით აღმაშენებლის დროს, ასე იშლება ახლა რუსეთის იმპერია. ის, რაც მეც ვიწინასწარმეტყველე გაეროში ჩემს გამოსვლაში, სიტყვასიტყვით ხდება ისევე როგორც, ჩემს გამოსვლაში 2013 წლის დეკემბერში”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.