კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა შემდეგი:
⚫ რუსეთი ჯერ კიდევ მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად
⚫ ვლადიმირ პუტინსა და ზელენსკის შორის საუბარი ჯერ არ იგეგმება
⚫ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს
⚫ ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, ამიტომ უკრაინის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირ
კავშირში არ არის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებასთან
⚫ პესკოვს არ აქვს მონაცემები უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ
დიმიტრი პესკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ზელენსკიმ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.
„რუსული ჯარები სპეცოპერაციის დროს არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა პესკოვმა.