სამხრეთ კორეა უკრაინას 10 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
სამხრეთ კორეა 10 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა ორშაბათს უბრძანა მთავრობას, სასწრაფოდ გამოეჩინა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.
– “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მთავრობის მხარდაჭერა ეფექტურად დაეხმარება უკრაინელ ხალხს და ლტოლვილებს და ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში” – აცხადებენ სამინისტროში.
წყარო: ptn.ge