საომარი “ფეიკები” – ნახეთ, როგორ კეთდება ვიდეო-ფეიკი

ომის დროს დეზინფორმაციას უფრო დიდი მნიშვნელობა ეძლევა, ვიდრე მშვიდობიანობისას. გთავაზობთ მაგალითს, როგორ გაჩნდა “აფეთქებული რუსული სამხედრო ტექნიკა” უკრაინაში:

https://t.me/SIL0VIKI/42614

თუ ბმულს გახსნით, ზედა ვიდეოზე ნახავთ 2014 წელს, დონბასში გადაღებულ კადრს, რომელზეც აფეთქებული ტანკია ასახული, ხოლო ქვევით იგივე ტანკია იმავე 2014 წლიდან, ოღონდ ფოტომონტაჟით ზედ დატანილია ლათინური ასო Z, რომელსაც მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში იყენებენ რუსი სამხედროები.

უკრაინულმა მხარემ დღემდე ასევე არ წარმოადგინა არც ერთი ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ვიდეოკადრი, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებს, თითქოს 27 თვითმფრინავია ჩამოგდებული.

თავის მხრივ, მეორე მხარეც იბრძვის საინფორმაციო ფრონტზე ისევე, როგორც პირველი.