ისტორიული რეკორდი – ევროპაში გაზის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

2 მარტს ევროპაში საფონდო ბირჟაზე გაზის ფასმა ვაჭრობისას ისტორიული რეკორდი მოხსნა, რომელიც ბოლოს 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე თითქმის 2230 დოლარამდე გაიზარდა. გაზის ღირებულების ზრდამ 59,4% შეადგინა.

ამის შესახებ რუსული მედია Tass ლონდონის საფონდო ბირჟა ICE-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„გაზის ღირებულება 2 მარტს მუდმივად აჭარბებს $1500, $1600, $1700, $1800, $1900, $2000 და $2100 1000 კუბურ მეტრზე“, – ვკითხულობთ სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ გაზის საბირჟო კვოტების ზრდა შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, რუსეთს სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა.