ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა და 32 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის, 14 438 — ანტიგენის ტესტით და 5 637 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 24.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 19.67%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი — 1 743 შემთხვევა,
- აჭარა — 167,
- იმერეთი — 446,
- ქვემო ქართლი — 192,
- შიდა ქართლი — 256,
- გურია — 153,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 296,
- კახეთი — 390,
- მცხეთა-მთიანეთი – 94,
- სამცხე-ჯავახეთი — 63,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 40.