როდესაც მთელი „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე ელიტა შეიფარა უკრაინის პრეზიდენტმა, მაშინაც კი არ წამოგვცდენია საყვედურები – მდინარაძე,
– “არა თუ იმ დროს, როდესაც უკრაინა არის უმძიმეს სიტუაციაში და ოკუპანტის თავდასხმის ობიექტი, არამედ იმ დროსაც კი, როდესაც მთელი „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე ელიტა შეიფარა უკრაინის პრეზიდენტმა, მაშინაც კი არ წამოგვცდენია საყვედურები. ახლაც, ამას არ ვაპირებთ ნამდვილად. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში, ჩვენი სოლიდარობა მათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომ რეაქციები იყოს მეორე მხარეს, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც წესი, ოკუპირებულ ქვეყანას არ სთხოვენ”
აცხადებს ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძე უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევის თემაზე საუბრისას.
წყარო: ptn.ge