რუსების სამხედრო გემი ოდესას უახლოვდება – უკრაინული მხარე

რუსული  ძალების სამხედრო გემი ოდესას უახლოვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაჩუკის თქმით, ოდესა სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ რუსეთისგან თავი დაიცვას.

ბრაჩუკი ვარაუდობს, რომ რუსეთისგან ძალა საზღვაო დესანტის გადასხმას აპირებს.

„რუსები, სავარაუდოდ აპირებენ ოდესაში საზღვაო დესანტი გადმოსხან. ოდესა სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას. ოდესას აგრესორი ძალის ხომალდი უახლოვდება“, – წერს სერგეი ბრაჩუკი.