უკრაინის ელჩის გაწვევა იწვევს კითხვებს

იმ ფონზე, როცა ჩვენი ელჩი უკრაინაში პირდაპირი გაგებით იბრძვის იქ თავის თანამშრომლებთან ერთად იმისთვის, რომ დარჩეს კიევში რაკეტების და ტყვიების ქვეშ, ამ დროს ხდება ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის, ეს იწვევს კითხვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„იმ ფონზე, როცა ჩვენი ელჩი უკრაინაში პირდაპირი გაგებით იბრძვის იქ თავის თანამშრომლებთან ერთად იმისთვის, რომ დარჩეს კიევში რაკეტების და ტყვიების ქვეშ, როცა ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით უკრაინაში, დეპუტატებმა სისხლი გავიღეთ უკრაინაში გასაგზავნად და ეს პროცესი არ ჩერდება, ყველა დონეზე ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ამ დროს ხდება ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის, ეს იწვევს კითხვებს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

“იმედინიუსი”