“ვირო მადლი მოგიტ@ანო, ეს ჰქვია ზელენსკის საქციელს” – დავით მხეიძე

უკრაინის კლოუნმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარი უტვინობით საწყალი უკრაინელი ხალხი დაღუპვის პირას მიიყვანა და ახლა თბილისში უკრაინის ელჩი კიევში გაიწვია და რისთვის, თბილისი არ აჰყვა კოლექტიურ დასავლეთს და სანქციები არ დაუწესა რუსეთს.

რა სანქციების დაწესებას ითხოვენ თბილისისგან? ბორჯომს და ღვინოს აღარ მივყიდით? სხვა რა გაგვაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკა დავანგრიოთ? ეს ხომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს? დიახ, სატირლად გვექნება საქმე, რადგან რუსეთს ჩვენი სასაცილო სანქციებით ვერაფერს დავაკლებთ და თუ “მოძმე” უკრაინასთან ერთად საომრად წავალთ კიევში თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე რუსეთის ტანკები, ქვას ქვაზე არ დატოვებენ საქართველოში. ზელენსკის დემარშიც იმან გამოიწვია, რომ თბილისის ჩათრევა უნდა რუსეთთან ომში. ზემოთ სიტყვა მოძმე ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ვერაფერი ძმობაა ის, რომ კიევის ბანდერულ ფაშისტური ხელისუფლება დღესაც ინახავს წითელი ცირკულარით ძებნილ, ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე სისხლის სამართლის დამნაშავეებს. მათი ბელადი იდიოტი სააკაშვილი ოდესის გუბერნატორადაც კი დანიშნეს და თუ დღეს მიშიკო ციხის ნარებს ხეხავს კიევის ბანდერულ ფაშისტური ხელისუფლების დამსახურება კი არა, თავად მიშიკოს ბრალია, რომელსაც თავი დღესაც პრეზიდენტი ჰგონია. მიუხედავად სანქციებზე უარისა, თბილისი, რომ იტყვიან დანის პირზე დადის, რადგან კოლექტიური დასავლეთის (აშშ) მიერ დაწესებული ყველა ანტირუსული რეზოლუციებზე მიერთებულია. და რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის ეროვნული პოლიტიკა საქართველო საომარ ცეცხლში იქნებოდა გახვეული.
ვირო მადლი მოგიტ@ანო, ეს ჰქვია ზელენსკის საქციელს.
უკრაინის მაგალითზე მაინც მივხვდეთ თუ რას ნიშნავს ამერიკული დახმარება _ ჯარით არ დაგეხმარებით, სამაგიეროდ იარაღს რამდენსაც გინდათ იმდენს მოგაწვდით, რათა პრაქტიკულად ერთი ისტორიის და რელიგიის ხალხმა, ხოცონ და ჟლიტონ ერთმანეთი. ალბათ ამას ჰქვია ომი უკანასკნელ უკრაინელამდე. რუსეთი უკრაინა ბელორუსია _ ეს სამი ხალხია ზოგადად სლავური ტომების კულტურულ პოლიტიკური ერთობის, ძლიერების ქვაკუთხედი. ჯერ ალენ დალესის თეორია ღაღადებდა ამას. ზბიგნევ ბჟეზინსკის თეორიის მიხედვით რუსეთი უკრაინის გარეშე, რეგიონალური დერჟავაა, ხოლო რუსეთი კიევთან ერთად, მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. გასული 30 წლის განმავლობაში (სსრკ-ს დაშლის შემდეგ) ისე გამოურეცხეს ტვინები უკრაინელებს, რომ კიევში ხელისუფლება ბანდერელ ფაშისტებმა მიიტაცეს, რომლებმაც დიდი სამამულო ომის დროს კიევის განმანთავისუფლების გმირი გენერლების ძეგლები დაანგრიეს და დარჩენილ კვარცხლბეკზე სთეფან ბანდერას და შუხევიჩის მონუმენტები დადგეს. ანუ, ის ხალხი გაიხადეს ეროვნულ გმირებად, რომლებიც ჰიტლერთან ერთად ებრაელების გენოციდს ეწეოდნენ და თვით გესტაპოზე ბევრად სასტიკი მეთოდებით.
ომი ომია და სამწუხაროდ უდანაშაულო ხალხი, ზოგჯერ ბავშვებიც იღუპებიან. და როგორც ომი ომია, ასევე ბავშვი ბავშვია და როცა უკრაინელი ბავშვების დაღუპვაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დონეცკში არის ე.წ. ანგელოსთა ხეივანი, რომელშიც 8 წლის მანძილზე ბანდერელ ფაშისტთა მიერ დახოცილი ბავშვების ათობით საფლავებია.
ამაზე დუმდა ე.წ. კოლექტიური დასავლეთი (აშშ), გაერო და ა.შ. რომლებიც დღეს ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ, სინამდვილეში კი ყველას ერთად და ცალკ ცალკე უკრაინაც ფეხებზე ჰკიდიათ და ლუგანსკ-დონბასიც. ზელენსკის ვირობის მიუხედავად გულწრფელად მეცოდება ბანდერელების მიერ გაბრიყვებული მშვიდობიანი უკრაინელი ხალხი, რომელსაც ფაშისტური ხელისუფლების დამხობას ვუსურვებ.
რაც შეგვეხება ჩვენ, არ მეგონა თუ ოდესმე ქოცების ხელისუფლების გულშემაკივარი გავხდებოდი, მაგრამ ახლა დიდი მადლობა მათ, გონივრული, პირველ რიგში ეროვნული ინტერესების პოლიტიკის გატარებისთვის. განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილს დავუდგები გვრდში, რადგანაც წარმომიდგენია თუ რამხელა წნეხის ქვეშ არის აშშ-ს საელჩოს მხრიდან და რადგან საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარეების თუ პრემიერების ცხვირსახოცებივით ხშირად ცვლას მიგვაჩვიეს, ღმერთი არ გაუწყრეს ვისაც ჯერ არსს და საქართველოს “გრუზინი” პრემიერი “მოულოდნელად” არ გადადგეს თორემ!..
ამიტომ მეცოდება გაბრიყვებული უკრაინელები.

 

პუბლიცისტი დავით მხეიძე; სოციალური ქსელი