15 წლიანი პატიმრობა ომზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს, 4 მარტს ერთხმად [401 ხმა], მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ფეიკ ინფორმაციის გავრცელებისთვის”  რუსეთის მოქალაქეებს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

კანონპროექტი, ოფიციალური ცნობითვე, დაუყოვნებლივ გადაეგზავნება ფედერაციის საბჭოს და მისი ამოქმედება, შესაძლოა, უკვე ხვალიდანვე, დაიწყოს.

 

წყარო: “ნეტგაზეთი”