“ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება”…

“ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება” – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში?

“ზა­პო­რო­ჟი­ეს ელექტრო­სად­გუ­რი ჩერ­ნო­ბილ­ზე 6-ჯერ მეტი სიმ­ძლავ­რის სად­გუ­რია – ერთ-ერთ ბლოკ­ზე მა­ინც რომ მოხ­დეს ის, რაც ჩერ­ნო­ბილ­ში, ეფექ­ტი 10-15 ჯერ უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა” – ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

“ზა­პო­რო­ჟი­ეს ექ­ვსი­ვე ბლო­კი ერ­თად რომ აფეთ­ქდეს, ჩათ­ვა­ლეთ, ევ­რო­პა­ში მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა. მაგ­რამ და­ვუშ­ვათ, ზა­პო­რო­ჟი­ეს ერთ-ერთ ბლოკ­ზე მა­ინც მოხ­დეს ის, რაც ჩერ­ნო­ბილ­ში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობ­ლე­მა, რაც ია­პო­ნი­ა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ ატო­მუ­რი ბომ­ბის ჩა­მოგ­დე­ბა. ეფექ­ტი 10-15 ჯერ უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას ჩვენ­თან, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე ღრუბ­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა“ – გა­ნა­ცხა­და გია არა­ბი­ძემ.

წყარო: newposts.ge