პარლამენტის უარი პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილის მოსმენა 5 მარტს არ გაიმართება

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა, ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის მოს­მე­ნის მიზ­ნით, 5 მარტს არ გა­ი­მარ­თე­ბა. ბი­უ­რომ პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვას, წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტი წი­ნა­შე 5 მარტს წარმდგა­რი­ყო, მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბაა აღ­ნიშ­ნულ ფორ­მატ­ში მისი მოს­მე­ნა მო­მა­ვა­ლი სა­სე­სიო კვი­რის პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე გა­ი­მარ­თოს. ასე­თი სხდო­მა კი 15 მარტს ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, პრე­ზი­დენ­ტი საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ევ­რო­საბ­ჭო­სა და ბრი­უ­სელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მან ქვეყ­ნის გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის, მშვი­დო­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ პარტნი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა და ჰქონ­და ხალ­ხი­სათ­ვის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის სურ­ვი­ლი.

მან ხაზი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­უს­ვა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­წა­მი­ე­რად, პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნაა, პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა 5 მარტს ჩა­ტარ­დეს და თა­რი­ღი არ შე­იც­ვა­ლოს.

“პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გენს არა ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშს, არა­მედ მოხ­სე­ნე­ბას. ჩემი წი­ნა­და­დე­ბაა პა­ტი­ვი ვცეთ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს, პა­ტი­ვი ვცეთ პრე­ზი­დენტს, რო­გორც ქალ პრე­ზი­დენტს და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის 5 მარტს მოს­ვლას და მოხ­სე­ნე­ბით გა­მოს­ვლას“ – მი­მარ­თა ბი­უ­როს წევ­რებს გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცი­აა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე მას­თან შეხ­ვედ­რა და­ხუ­რულ სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თოს.

წყარო: ptn.ge