რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძას ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წყაროები იუწყებიან, რომ რუსებმა მელიტოპოლის სატელევიზიო ანძაზე თავიანთი აღჭურვილობა დაამონტაჟეს და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა დაიწყეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.