სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გამ­კაც­რე­ბა­ზე – კობახიძე

“საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ” – ირაკლი კობახიძე.

“სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც წა­მო­წყე­ბუ­ლია მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ. ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია არის გა­უ­გო­ნა­რი მოვ­ლე­ნა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის” – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გამ­კაც­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

“ალ­ბათ, უკვე ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს ომის პარ­ტია, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რა­მე­ნა­ი­რად სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თოს სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ფა­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებ­თან და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა, რაც სურს ომის პარ­ტი­ას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხით, იქ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა ქვე­ყა­ნას და ქარ­თველ ხალ­ხს ომი და მისი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი აა­რი­დოს.

ომის პარ­ტი­ის გან­ზრახ­ვის მო­რი­გი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ახა­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­ი­წყეს. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და შო­ვი­ნიზ­მის ძალ­ზე უხე­ში გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, ჩარ­თუ­ლი არი­ან “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან” და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ე.წ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც, რო­მელ­თა ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­სია სწო­რედ რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­კვე­თა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის პრე­ვენ­ცია უნდა იყოს. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია უხე­შად არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხლს, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე კრძა­ლავს.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბულ ომს არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფა და­უშ­ვე­ბე­ლია და ჩვენ ამ უმ­ძი­მეს აქტს კი­დევ ერთხელ ვგმობთ. თუმ­ცა, ამ ქმე­დე­ბის­თვის უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დას­ჯა ასე­ვე სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლი და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნა­წი­ლობ­რივ 2010 წელს, ხოლო სრუ­ლად 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ, სწო­რედ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­მო­ი­ღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. დღეს იგი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა აგო­რებს კამ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ. ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტიც ნათ­ლად მი­ა­ნიშ­ნებს, თუ რა რე­ა­ლუ­რი გან­ზრახ­ვა დგას ამ კამ­პა­ნი­ის უკან.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც წა­მო­წყე­ბუ­ლია ამ მას­შტა­ბის კამ­პა­ნია რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ. ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია არის გა­უ­გო­ნა­რი მოვ­ლე­ნა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის. ამ­გვა­რი მიდ­გო­მით ჩვენ ვერ გავ­ხდე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი” – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა არ არის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი.

„შე­სა­ბა­მი­სად, ძალ­ზე ლო­გი­კუ­რია, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც გამ­სჭვა­ლუ­ლი არი­ან სა­ერ­თო ზი­ზღით ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლო­ბის მი­მართ და მათი კამ­პა­ნი­ის უკან კონ­კრე­ტუ­ლი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიზ­ნე­ბი დგას. ამ­ჟა­მად, უკვე ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ დათ­ქმებს უწე­სე­ბენ. არის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე იმი­სა, რომ ამ­გვარ­მა მიდ­გო­მამ უფრო ფარ­თო ტენ­დენ­ცი­აც შე­ი­ძი­ნოს და რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­შიც გა­და­ი­ზარ­დოს. მო­ვუ­წო­დებთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ყო­ველ­გვა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თი­სათ­ვის. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის ყვე­ლა ჩამ­დე­ნი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯოს. აქვე მკა­ფი­ოდ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა შე­საძ­ლო რისკს, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად ღე­ლავს ამ თე­მა­ზე, სრუ­ლად და­ა­ზღვევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

აქვე გვინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს 800 ათა­სამ­დე ქარ­თვე­ლი, ასე­ვე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რობს 10 ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ყვე­ლას­თვის ცხა­დი უნდა იყოს, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ 100 ათა­სო­ბით ქარ­თველს უქ­მნის უშუ­ა­ლო საფრ­თხეს. თუმ­ცა, კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი ამ ფაქტსაც არაფ­რად აგ­დე­ბენ და მე­ტიც, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამ პრობ­ლე­მის შექ­მნა მათი გან­ზრახ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლიც იყოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გამ­კაც­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. აშ­კა­რაა, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია რუსი ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ომის პარ­ტი­ის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ერ­თგვა­რი ბოლო შან­სი, სა­ქარ­თვე­ლო ჩათ­რე­ულ იქ­ნას სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­უშ­ვებს. სა­ქარ­თვე­ლო ღიაა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის, გა­ნურ­ჩევ­ლად ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მათ მი­მართ არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მოდ­გო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმოქ­მე­დებს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

და­სას­რულს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ომის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი რის­კე­ბის და­სა­ზღვე­ვად” – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წყარო: itv.ge