“სტანისლავ, რატომ ჩუმდები? მხარს უჭერ ომს? ახლა კარგად გძინავთ?!” – თანამემამულეების მწვავე კრიტიკა უკრაინელი ბონდარენკოს პოსტზე და მსახიობის ორაზროვანი პოზიცია!
2016 წელს, პროექტ „ცეკვავენ ვარკვლავების“ გამარჯვებული უკრაინული წარმოშობის რუსი მსახიობი გახდა. მაშინ სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში სპეციალურად მოიწვიეს, როგორც ახალგაზრდა პოპულარული ვარსკვლავი. ბონდარენკოს საჩუქრად თბილისში ბინა გადაეცა. უცნობია რა ბედია ეწია სახლს, თუმცა 2019 წელს ვარსკვლავი ბათუმში ისვენებდა.
რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო უკრაინაში, ქალაქ დნეპრორუდნოეში, 1985 წლის 2 ივლისს დაიბადა. 11 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სამსახიობო კურსის გავლის შემდე კი უკრაინული წარმოშობის ვარსკვლავი რუსეთში პოპულარული სახე გახდა, იღებდნენ ფილმებსა და სერიალებში, ასევე თამაშობს ადგილობრივ თეატრში. ჰყავს მეორე მეუღლე და სამი შვილი.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბონდარენკომ როგორც რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავების ნაწილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, თუმცა კომენტარების ფუნქცია გაუთიშა. მისი პოსტი საკმაოდ ორაზროვანია, რამაც უკრაინელების გაღიზიანება გამოიწვია.
წყარო: newposts.ge