თურქეთი რუსეთს თავის საჰაერო სივრცეს არ ჩაუკეტავს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ანკარა აგრძელებს საუბარს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან.
„ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ვგეგმავდით რუსეთის და უკრაინისა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზებას. თუ პირობები ხელს შეგვიწყობს, მზად ვართ სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა უზრუნველვყოთ 11-13 მარტს ანტალიაში დაგეგმილი დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.