მადლობა საქართველოს მთავრობას – უკრაინიდან დევნილი საქართველოს მოქალაქის წერილი.
უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მალვა ბასილაძე, რომელსაც ოდესიდან წამოსვლა მოუწია, სოციალური ქსელის საშუალებით მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას და ოდესაში საქართველოს გენერალურ კონსულს, რომლის დახმარების წყალობით უსაფრთხო ტერიტორიაზე მოახერხა გასვლა.
– “მე გახლავართ საქართველოს მოქალაქე ოდესიდან, უკვე დევნილი. რა გზას გავდივართ თითოეული, ალბათ, ყველასთვის გასაგებია … არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე. ეს ადამიანი რასაც აკეთებს სიცოცხლის ფასად, ყველაფერზე მაღლა დგას. არცერთ მოქალაქეს არ ტოვებს უყურადღებოდ, სათითაოდ გამოჰყავს სახლიდან და ამგზავრებს უსაფრთხო ტერიტორიაზე, მათ შორის ვარ მეც. ამას აკეთებს საკუთარი ხარჯებით და სიცოცხლის რისკის ფასად. წარმოუდგენელია ამის არდაფასება და მარაზმია იმის მოსმენა, რაც სხვადასხვა ტელევიზიებით ვრცელდება, სირცხვილია!!! გეყოთ!!!
წყარო: ptn.ge