ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი წერს.