უკრაინის გენპროკურატურა ნიკიტა მიხალკოვის დაპატიმრებას აპირებს

ცნობილ საბჭოთა რუს რეჟისორსა და მსახიობს ნიკიტა მიხალკოვს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, მიხალკოვი ბრალდებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი განცხადებების გამო.

ვენედიქტოვას თქმით, პროკურატურამ საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანის პროცედურები უკვე დაიწყო.