„ზელენსკი ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს“ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ნაციონალური კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი, ჩეჩნების მეთაური
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია ნატოს კონფლიქტში ჩაურევლობის გამო, ეს ნიშნავს, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად, ის მხოლოდ და მხოლოდ ნატოზეა დამოკიდებული.

„მე მაქვს შეკითხვა: თუ ის იმდენად იყო ნაწყენი, რომ ნატო არ დაუდგა მას გვერდით, როგორც იმედოვნებდა, მაშინ რატომ ცდილობს კონფლიქტის მოგვარების მთელ ამბავში ნატოს ჩართვას და არა მოლაპარაკებებს… გამოდის, რომ ის კვლავ ცდილობს კონფლიქტის პროვოცირებას“, – განაცხადა ლავროვმა.