“ზელენსკი საშინლად გაწბილებულია NATO-ზე…”- ლალი მოროშკინა

მთელი ღამე ვფიქრობდი ზელენსკის გამოსვლაზე.
რა უნდოდა და რა მიიღო, ან რა ვერ მიიღო?
ძალიან ბევრი შეკითხვაა, ფაქტია, რომ სულ სხვა რამ უნდა ეთქვა და სულ სხვა თქვა.

პათოსი სულ სხვა უნდა ყოფილიყო, ამ დროს კი ცუდი უკრაინულით და კიდევ უფრო ცუდი თარგმანით, ვერბალური
სმუზი მივიღეთ.
პირტიტველა პოლიტიკოსმაც კი იცის, რომ მთავარია მკაფიო მესიჯ-ბოქსი!
ფაქტია, რომ გაგანია ომის დროს, არაფრის მომცემი, უდროო, არამკაფიო მიმართვა-უფრო სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს.
ერთი რომ ზელენსკი საშინლად გაწბილებულია NATO-ზე-ეს ვიცით,
მეორე, რაღაც ხდება შიდა ბანაკში.
მის უკან სერიოზული ოლიგარქიული წრეებია, ზუსტად მანდ უნდა ვეძებოთ შეკითხვაზე პასუხი.
რამდენადაც ვხვდები, ახლა მის პირად გარანტიებზე მიდის მსჯელობა…
გაწირეს უკრაინა,
გაწირეს ხალხი.
უკრინა განადგურდა,
ამ ტკივილის მოშუშებას წლები დასჭირდება…
“არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს”

ლალი მოროშკია; სოციალური ქსელი