ზოგიერთმა მთავრობამ გვითხრა, დავბლოკოთ რუსული საინფორმაციო წყაროები, ამას არ გავაკეთებთ – ილონ მასკი

ბიზნესმენი ილონ მასკი Twitter-ზე წერს, რომ ზოგიერთმა მთავრობამ სტარლინკს უთხრა, დაბლოკოს რუსული საინფორმაციო წყაროები, თუმცა მისივე თქმით, ამის გაკეთებას არ აპირებს.

“რამდენიმე მთავრობამ (თუმცა, არა უკრაინამ) სტარლინკს გვითხრა, რომ რუსული საინფორმაციო წყაროები დაგვებლოკა. ამას არ გავაკეთებთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იარაღს არ მოგვაბჯენენ.

ბოდიშს ვიხდით იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტები ვართ”, – წერს ილონ მაკსი.

ცნობისთვის, სტარლინკი გლობალური სატელიტური სისტემაა, რომელიც ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. სტარლინკის ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ამერიკელ მილიარდერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა მიმართა.