რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა კიევის დასავლეთით, ჟიტომირის ოლქში, უკრაინული ჯავშანტექნიკისა და ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო “ჯაველინების” საწყობები გაანადგურეს:
ალყაშემორტყმულ მარიუპოლში კი ქაოსია, გაძარცულია მაღაზიები. აფეთქებულია ერთი საცხოვრებელი კორპუსი – რუსული მედია ამტკიცებს, რომ ეს ნაციონალისტური ბანდფორმირების, “აზოვის” ნახელავია. “აზოვი” და სხვა დაჯგუფებები, სავარაუდოდ, ხელს უშლიან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან – ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი სამშვიდობო კორიდორით არავის უსარგებლია.
ქალაქ მელიტოპოლში, რომელსაც რუსული არმია აკონტროლებს, პროდუქტებზე რიგებია. რუსმა სამხედროებმა ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანა დაიწყეს. მარიუპოლისა და მელიტოპოლის შესახებ აქტუალური კადრები (5 მარტის საღამოსთვის):