რუსეთის ტელევიზიის კორესპონდენტი სემიონ პეგოვი ადგილიდან ანუ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალაქ ვოლნოვახას მისადგომებიდან (აღმოსავლეთი უკრაინა, დონბასი), იუწყება ე. წ. ქართული ლეგიონის შესახებ. სამხედრო კორესპონდენტმა 5 მარტს ტელეარხ “როსსია”-ს ეთერში გადასცა, რომ ვოლნოვახაში ბლოკირებულია 60 ქართველი დაქირავებული მებრძოლი. მათგან 15 უკვე მოკლულია.
საარქივო ფოტო, რომელიც დღევანდელ ვოლნოვახას არ ასახავს.
ალტერნატიული ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ ქართულ “ნიუსფრონტს” ამ წუთს არ გააჩნია (რუსული ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ აქ). ვოლნოვახას გათავისუფლების ოპერაციაში დონეცკის რესპუბლიკის სადაზვერვო ბატალიონი “სპარტა” მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ვოლნოვახას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რუსების მიერ გამოცხადებული იყო ჰუმანიტარული კორიდორი. რუსული ინფორმაციით, ადამიანებს ინფორმაცია არ მიაწოდეს და დაცემის პირს მისული ქალაქიდან არ გამოუშვეს იქ გამაგრებულმა ნაციონალისტურმა ძალებმა, კერძოდ, ბატალიონმა “დონბას”-მა.
ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, შეახსენა უცხოელ მებრძოლებს, რომ მათზე არ ვრცელდება სამხედრო ტყვეების შესახებ არსებული კონვენციები და ისინი კანონს გარეშე არიან.