რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია მის გემებს არ შევიდნენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების საზღვაო პორტებში, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN სატრანსპორტო სტრატეგიების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა რუსეთის საზღვაო ნავსადგურების კაპიტნებს, ასევე, რუსეთის დროშით მცურავი გემების კაპიტნებს, რომ რუსეთმა თავი აარიდოს დიდი ბრიტანეთის, კანადის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებსა და საზღვაო პორტებში შესვლას, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს“, – ნათქვამია განცხადებაში.