უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი კიევზე შტურმისთვის ემზადება

„მტრის ჯგუფმა დაიწყო რესურსების დაგროვება, მობილიზება კიევზე შტურმისთვის. ამასთან, ცდილობს, სრული კონტროლი დაამყაროს ქალაქ ბუჩასა და ირპინზე, რათა მიუახლოვდეს უკრაინის დედაქალაქს“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციოთ, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, გრძელდება  საწვავისა და სხვა მატერიალური საშუალებების მიწოდება.

„ჩრდილოეთის მიმართულებით, რუსები ცდილობენ, მოიპოვონ ტაქტიკური უპირატესობა, რათა მიაღწიონ კიევის აღმოსავლეთ გარეუბანს ბროვარსკისა და ბორისპილის გავლით, ასევე დაამყარონ კონტროლი ქალაქ ჩერნიგოვსა და სუმიზე“, – აღნიშნულია განაცხადებაში.