ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა — ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე, ქადაგებისას უკრაინაში ომზე საუბრობს.

„ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად. მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით.

ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება,“ – ამბობს ილია მეორე, მის ქადაგებას კი საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.