ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს პოლონეთს, თუ ის გადაწყვეტს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს, მაგრამ იქვე გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ოფიციალური ვარშავა „ცეცხლის პირდაპირ ხაზზე“ დააყენოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი ან ბელარუსი. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
„მე მხარს დავუჭერ პოლონელებს და მათ ნებისმიერ არჩევანს,” – განაცხადა უოლესმა Sky News-სთან საუბრისას. მან იქვე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ შესთავაზებს თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინელები ისარგებლებენ.
„ჩვენ დავიცავთ პოლონეთს, ჩვენ დავეხმარებით მათ ყველაფერში, რაც მათ დასჭირდებათ”, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ბენ უოლესმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანელი დეპუტატებისადმი დღევანდელი მიმართვა „წარმოუდგენლად ძლიერი” იქნება. იქვე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ზელენსკის „საოცარ ბიჭი“ და „უკრაინის სული” უწოდა.