ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი დავაჩქაროთ.

მივესალმები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკომისიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვას სთხოვს – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენი ურთიერთობების ეს ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, დავაჩქაროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლობელი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“ – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

https://twitter.com/GharibashviliGe/status/1500916747993501700?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1500916747993501700%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fpolitika%2F241190%2Firakli-garibashvili-evrokavshirtan-chveni-urtiertobebis-akhali-tavi-motivatsias-gvadzlevs-chveni-repormebis-dgis-tsesrigi-davachqarot

მანამდე ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება წარმოადგინოს.

წყარო: ptn.ge