ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 9 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, საზანოს ქუჩა N22-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ. სამუშაოები ინტენსიურ 24 საათიან  რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მარტს, დილის 10:00 საათიდან 10 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მუხიანის აგარაკებს და ა. გობრონიძის ქუჩა N46-ს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS – შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge