კახა კალაძე ქალებს 8 მარტის დღესასწაულს ულოცავს

კახა კალაძე ქალებს 8 მარტის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.

„ძლიერი, განათლებული ქალების დამსახურებაა ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება და გამოგონება, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა. თქვენი ყოველდღიური შრომა, ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი საზოგადოების შექმნისათვის, ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია. გისურვებთ თქვენს საქმიანობაში წარმატებას და წინსვლას. რაც მთავარია, მშვიდობიან სამყაროში გეცხოვროთ!“, – წერს კახა კალაძე.