ფსაკი: თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს, ნაბიჯებს გადავდგამთ

თეთრი სახლის, პრესსპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს, აშშ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ფსაკის ჰკითხა, დასავლეთისგან დაწესებული სანქციების ფონზე ხომ არ არსებობდა რუსეთის და ჩინეთის დაახლოებული საფრთხე.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც უკვე გარკვეული დროა ამას ვხედავთ, მათ დაახლოებას. თუმცა ეკონომიკურ ფრონტზე დიდი შვიდეული მოიცავს გლობალური მშპ-ს 50% და მხოლოდ დიდი შვიდეული არ არის ერთიანი ამ სანქციებში. რუსეთი და ჩინეთი კი მშპ-ს მხოლოდ 15%-ს მოიცავენ. ამიტომ, ამ სანქციების შედეგებს მხოლოდ ჩინეთის [დახმარებით] ვერ გაანეიტრალებენ. ასევე, ვხედავთ, რომ დაწესებულ სანქციებს ჩინეთი ითვალისწინებს.

მათ თავი შეიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემისგან და გარკვეული კომენტარები გააკეთეს უკრაინის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუ სანქციებს არ გაითვალისწინებენ, გადავდგამთ ნაბიჯებს – ეს არის რასაც აქამდე ვხედავთ.” – თქვა ფსაკიმ.