საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებით 14 მარტს მიმართავს.
სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.
14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის საბოლოო გადაწყვეტილებაზე 9 მარტს, ბიუროს სხდომაზე შეთანხმდებიან.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე წარსდგენა ყოველწლიური მოხსენებით 5 მარტს სურდა, თუმცა თარიღზე შეთანხმება ვერ შედგა.
“რუსთავი2′