ქუთაისის უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრულად დაუფინანსდებათ 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი.
მიმდინარე სასწავლო წელს, KIU სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუ”-ს მიერ აშენდა.
წყარო: newposts.ge