რუსეთი არამეგობრული ქვეყნებიდან იმპორტირებული სამედიცინო პროდუქტის ქვეყნიდან გატანას დროებით კრძალავს. განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.
მთავრობამ გადაწყვეტილება რუსეთში სამედიცინო მოწყობილობებისა და მედიკამენტების დეფიციტის შექმნის თავიდან აცილებს მიზნით მიიღო.
7 მარტს რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა. განახლებულ სიაში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს. სიაში არ მოხვდა საქართველო.