აქციის “არა რუსეთს!” დასრულებისას აქციის მონაწილეები დააკავეს,
მათ შორის “სირცხვილიას” ოთხი წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი. ასევე, სირცხვილიას ინფორმაციით დაკავებულია ნატა ფერაძეც.
ერთ-ერთი აქტივისტის, სალომე ბარკერის ინფორმაციით, მაქარაშვილი და ბერძენიშვილი სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული აქციის დასრულებისას, ინგოროყვას ქუჩაზე დააკავეს:
“აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე ვიყავით ჯერ პარლამენტის წინ, მერე კანცელარიის წინ და აქციის ბოლოს წამოსვლას ვაპირებდით უკვე, ინგოროყვაზე გამოსულს უცბად ეცა პოლიციის ჯგრო გიგას [მაქარაშვილი] და გაათრია, ამოვიღეთ ტელეფონები, დავიწყეთ გადაღება, და რა თქმა უნდა ერთ წამში მოვარდნენ და დააკავეს იქვე მდგარი ზუკა ბერძენიშვილი. რომელიც თავისივე ლაივშიც ჩანს ალბათ. მერე ბარემ დაერივნენ ასე გამორჩევით და ვინც ეცნოთ ყველა დააკავეს, ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა ყველას სახელი არ ვიცი”, – წერს ბარკერი ფეისბუკზე.