დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას `„ლეტალური დახმარება“ პირველად გაუწია. როგორც BBC წერს, ეს ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დაადასტურა.
„ლეტალური დახმარება“ – ეს ტერმინი ზოგადად აღნიშნავს დახმარებას, რომელიც გამოიყენება ომისთვის ანუ ეს არის იარაღი და სამხედრო მანქანები.
ამ შემთხვევაში საუბარია 3615 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე, სხვა საბრძოლო მასალისა და საკომუნიკაციო ტექნიკის მიწოდებაზე. დიდი ბრიტანეთი ასევე ემზადება მცირე რაოდენობის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების უკრაინისთვის გასაგზავნად